გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე პარტია „თავისუფალი საქართველო“ ლევან ჯავახიშვილის და ბელა ზაქაიძის წინააღმდეგ
17.06.2017

განმცხადებელი : პარტია თავისუფალი საქართველო;
მოპასუხე : ლევან ჯავახიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; არ დარღვეულა;
გადაწყვეტილება
31 მაისი, 2017 წელი

საქმეზე N 133  – პარტია თავისუფალი საქართველო“ ლევან ჯავახიშვილის და  ბელა ზაქაიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: პარტია თავისუფალი საქართველო

მოპასუხე: ლევან ჯავახიშვილი და ბელა ზაქაიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პარტიამ „თავისუფალი საქართველო“,  რომელიც მიიჩნევდა,  რომ 2017 წლის 11 აპრილს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი,  მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი.  გადაცემის წამყვანი იყო ლევან ჯავახიშვილი, ხოლო სიუჟეტის ავტორი – ბელა ზაქაიძე.  სადავო მასალა შეეხებოდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ბრიფინგს, რომელიც გაიმართა  სამცხე-ჯავახეთში პარტიის წევრების დევნის ფაქტების და  მასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ. კერძოდ, ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციის  თანახმად  სამცხე-ჯავახეთში პარტიის წევრები, აშოტ და კარლოს რაისიანები, სუს-ის და სამცხე-ჯავახეთის შს სამმართველოს მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის დროს ახალქალაქიდან გაიტაცეს ყოველგვარი ბრალდების და დაკავების პროცედურების გარეშე. ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ პარტიის წევრებზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა, ბელა ზაქაიძემ საბჭოს კითხვებს დისტანციური საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით უპასუხა.  განმცხადებელმა სხდომის მიმდინარეობისას მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-5 პრინციპის სავარუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

ლევან ჯავახიშვილის ნაწილში: სიუჟეტს წინ უძღვის ლევან ჯავახიშვილის ტექსტი, სადაც ის აღნიშნავს, რომ: ჩვენ დავინტერესდით რომელი აქტივობით დააფრთხოუსაფრთხოების სამსახური კახა კუკავას პარტიამ, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი სავარაუდოდთავად პარტიაშიც არა აქვთ“. აღნიშნულთან დაკავშირებით განმცხადებელმა წარმოადგინა იმ ბრიფინგის სრული ვიდეო ჩანაწერი, რაც გაშუქდა სიუჟეტით. ჩანაწერიდან ცალსახად ჩანს, რომ პარტიის წარმომადგენელი საუბრობს იმ მიზეზებზე, რომელმაც მათი აზრით, გამოიწვია ზეწოლის ფაქტი პარტიის წევრებზე, კერძოდ  პარტიამ რეგიონში [ახალქალაქში] არჩევნების დროს ხმების 29% მიიღო და მათი აზრით, სწორედ ეს შედეგები გახდა პარტიის წევრების დაკავების მიზეზი. აღნიშნულ განმარტებას ასევე შეიცვდა პარტიის პრესრელიზიც, რომელიც დაეგზავნა მედია საშუალებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ლევან ჯავახიშვილის ტექსტი – ჩვენ დავინტერესდით რომელი აქტივობით დააფრთხოუსაფრთხოების სამსახური კახა კუკავას პარტიამ, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი სავარაუდოდთავად პარტიაშიც არა აქვთ“, არ შეესაბამებოდა სიმართლეს, პარტიას ჰქონდა მოსაზრება ზეწოლის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, რაც საჯაროდაც გაავრცელა, შესაბამისად ლევან ჯავახიშვილის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ბელა ზაქაიძის ნაწილში: ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე სიუჟეტის დასკვნით ნაწილში უთითებს, რომ:  აღსანიშნავია, რომ კარლოს რაისიანმა [დაკავებულმა პირმა] ზეწოლისშესახებ საჯარო განცხადება 10 დღის შემდეგ გააკეთა“. განმცხადებელი აპელირებდა, რომ ინფორმაცია იყო არასწორი, რადგან დაზარალებულმა ზეწოლის შესახებ განაცხადა სასამართლო სხდომაზევე. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ საფუძვლით ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა ვინაიდან:

  1. საბჭო გაეცნო სასამართლოს აქტს რაისიანის დაკავების შესახებ, სადაც არ იყო აღნიშნული რომ რაისიანი მიუთითებდა მასზე განხორციელებული ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ.
  2. რომც დავუშვათ, რომ სასამრთლო სხომაზე დაკავებულმა ზეპირად მიუთითა ზეწოლაზე რაისიანმა [და არ აისახა სასამართლოს აქტში] ეს მაინც არ ჩაითვლება საჯარო განცხადებად. მართალია, სასამართლო  სხდომები საჯაროა, მაგრამ საზოგადოების ინფორმირების მიზნებისათვის სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული ფაქტები არ წარმოადგენს საჯარო განცხადებას. ფართო აუდიტორიისთვის ინფორმაცია გასაჯაროვდა პრესრელიზის დაგზავნით და ბრიფინგით, სადაც მოწვეული იყვნენ ჟურნალისტები გასაშუქებლად.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ბელა ზაქაიძის მიმართ საბჭოს დამსწრე წევრთა პოზიციები გაიყო. კერძოდ ერთი ნაწილი თვლიდა, რომ პირველი პრინციპი მაინც დარღვევა,  ვინაიდან:

ლევან ჯავახიშვილის შესავალი ტექსტი: ჩვენ დავინტერესდით რომელი აქტივობითდააფრთხო უსაფრთხოების სამსახური კახა კუკავას პარტიამ, თუმცა ამ კითხვაზე პასუხისავარაუდოდ თავად პარტიაშიც არა აქვთ და ბელა ზაქაიძის ბოლო განცხადება, რომ დაზარალებულმა ზეწოლის ფაქტის შესახებ საჯარო ათი დღის შემდეგ განაცხადა, მაყურებელს უტოვებდა კითხვებს/ეჭვებს, ხომ არ მალავდა რამე გარემოებას პარტია, შესაბამისად საჭირო იყო ბელა ზაქაიძეს გადაემოწმებინა თუ რატომ გააკეთეს საჯარო განცხადება ფაქტიდან 10 დღის შემდეგ. საბჭოსთან საუბრის დროს თავად ბელა ზაქაიძემ აღნიშნა, რომ ფაქტიდან 10  დღის შემდეგ ბრიფინგი მასაც უჩენდა კითხვებს, შესაბამისად, საბჭოს იმ წევრებს, რომელნიც მხარს უჭერდნენ პირველი პრინციპის დარღვევას უფრო გაუმყარდათ საკუთარი პოზიცია, ვინაიდან თავად ჟურნალისტსაც გაუჩნდა კითხვა თუ რატომ მოხდა ინფორმაციის გასაჯაროება 10 დღის შემდეგ.

საბჭოს წევრების ნაწილის აზრით,  იმის გათვალისწინებით რომ ზეწოლის ფაქტის შესახებ საჯაროდ მართლაც 10 დღის შემდეგ გახდა ცნობილი, ბელა ზაქაიძემ გარემოებები გადამოსცა ზუსტად, შესაბამაისად უზრუნველყო ქარტიის პირველი პრინციპის დაცვა და ის, რომ მან არ გამოარკვია მიზეზი, თუ რატომ გაიმართა ბრიფინგი 10 დღის შემდეგ არ იყო არსებითი  და არ იწვევდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

ქარტიის საქმისწარმოების წესის თანახმად – თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას [პრინციპის დარღვევა ან არ დარღვევა] მხარი არ დაუჭირა მინიმუმ 5 წევრმა, გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული და მხოლოდ ქვეყნდება როგორც დარღვევის დადგენის მომხრე, ისე მოწინაღმდეგე საბჭოს წევრთა არგუმენტები.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაციამხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოსდოკუმენტები და ინფორმაცია. განმცხადებელი მესამე პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდა იმავე საფუძვლით, რომელსაც უთითებდა პირველი პრინციპის ჭრილში, შესაბამისად საბჭომ აღნიშნულ საფუძვლებზე იმსჯელა პირველ პრინციპთან დაკავშირებით.  განმცხადებელმა დამატებით ვერ დაასაბუთა თუ რა ინფორმაცია იქნა მიჩქმალული და გაყალბებული მოპასუხე ჟურნალისტების მიერ.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად  „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება. ვინაიდან პირველი პრინციპის დარღვევის დადგენა არის მე-11 პრინციპზე [ფაქტების განზრახ დამახინჯების კუთხით] მსჯელობის წინაპირობა, საბჭომ შეეფასა თუ რამდენად იკვეთებოდა ლევან ჯავახიშვილის განცხადებებში განზრახვა. საბჭომ იმსჯელა და მიიჩნია, რომ ლევან ჯავახიშვილს არ ჰქონდა ფაქტის დამახინჯების განზრახვა და დიდი ალბათობით მის მიერ გაკეთებული გნაცხადება, რომლის მიმართაც დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა, განპირობებული იყო იმით, რომ მან არ იცოდა პარტიის წარმომადგენელმა    ზეწოლის რა მიზეზებზე ისაუბრა ბრიფინგზე ან ამ მიზეზების სუბიექტური აღქმით.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ლევან ჯავახიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ბელა ზაქაიძის მიმართ, პირველ პრინციპთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.
  3. ბელა ზაქაიძეს და ლევან ჯავახიშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მესამე და მე-11 პრინციპები.
ივნისი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2025
1950
1951
1952
1953
1954
1955
1956
1957
1958
1959
1960
1961
1962
1963
1964
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987
1988
1989
1990
1991
1992
1993
1994
1995
1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
2033
2034
2035
2036
2037
2038
2039
2040
2041
2042
2043
2044
2045
2046
2047
2048
2049
2050
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
1
2
3
4
5
00:00
01:00
02:00
03:00
04:00
05:00
06:00
07:00
08:00
09:00
10:00
11:00
12:00
13:00
14:00
15:00
16:00
17:00
18:00
19:00
20:00
21:00
22:00
23:00
ივნისი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2025
1950
1951
1952
1953
1954
1955
1956
1957
1958
1959
1960
1961
1962
1963
1964
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987
1988
1989
1990
1991
1992
1993
1994
1995
1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
2033
2034
2035
2036
2037
2038
2039
2040
2041
2042
2043
2044
2045
2046
2047
2048
2049
2050
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
1
2
3
4
5
00:00
01:00
02:00
03:00
04:00
05:00
06:00
07:00
08:00
09:00
10:00
11:00
12:00
13:00
14:00
15:00
16:00
17:00
18:00
19:00
20:00
21:00
22:00
23:00