გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – შპს „აიპლუსი“ ბესო მახარაშვილის წინააღმდეგ
01.06.2017

განმცხადებელი : აიპლუსი;
მოპასუხე : ბესო მახარაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 3 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 129
19 აპრილი, 2017 წელი

საქმეზე – შპს „აიპლუსი“  ბესო მახარაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: შპს „აიპლუსი“

მოპასუხე: ბესო მახარაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს „აიპლუსმა“,  რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017  წლის 28  მარტს ვებსაიტზე fact2.ge ზე გამოქვეყნებულ სტატიაში:  „„iPhone+“-ის მორიგი დაზარალებული?! ნანიკო ხაზარაძე: არც დამიშვია, რომ შეიძლებოდა, მეორადი ტელეფონი მოეყიდა, მაგრამ…“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-5 პრინციპი. სტატიის ავტორად მითითებული იყო „თიკა ნაცვლიშვილი“, რომელიც  ჟურნალისტ ბესო მახარაშვილის ფსევდონიმია, შესაბამისად, ის  განისაზღვრა მოპასუხე ჟურნალისტად.

საქმის განხილვას დაესწრო როგორც  განმცხადებლის წარმომადგენელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

სტატია ეხება ტექნიკის რეალიზატორ კომპანია „აიპლუს“, კერძოდ ყურადღება გამახვილებულია აღნიშნული კომპანიის უარყოფით მხარეებზე ზოგადად, ამ კომპანიისსაეჭვო რეპუტაციაზე ხმები დიდი ხანია, ვრცელდება“, „გაუგებარია, კომპანია, რომელსაცპრეტენზია წარმატებულ ბიზნესზე აქვს, ასეთ ავანტიურაზე რატომ უნდა წავიდეს[იგულისხმება კომპანია აიპლუსის სარეკლამო რგოლი]“?!, სხდომაზე მოპასუხე ჟურნალისტმაც დაადასტურა, რომ მისი მიზანი  იყო სწორედ იმ პრობლემების წარმოჩენა, რომლებიც მომხმარებლებს ექმნებოდათ „აიპლუსთან“ დაკავშირებით. სტატია ასევე შეიცავს ინტერვიუს ნანიკო ხაზარაძესთან, როგორც დაზარალებულ მომხმარებელთან,  რომელიც აცხადებდა, რომ მას „აიპლუსში“ ტელეფონი ტექნიკური წუნით მიჰყიდეს და მიუხედევად არა ერთგზისი მოთხოვნისა წუნი არ იქნა გამოსწორებული.  რესპონდენტი გამოთქვამს უკმაყოფილებას მაღაზიის მიმართ და ავრცელებს რამდენიმე ფაქტს „აიპლუსთან“ დაკავშირებით, მაგალითად:   თუმცა როგორც ვიცი, სხვადაზარალებულებმა უჩივლეს და „iPhone+“-მა ძალიან ბევრი პროცესი წააგო.

აღნიშნულის ფონზე სადავო სტატია არ შეიცავს მეორე მხარის პოზიციას. ამასთან აღსანიშნავია, რომ განმცხადებელმა წარმოადგინა აუდიო ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ სტატიის ავტორი დაუკავშირდა შპს „აიპლუსის“ წარმომადგენელს, სადაც მას აცნობეს, რომ ნანიკო ხაზარაძესთან დაკავშირებული პრობლემა იყო 2011 წელს [ექვსი წლის წინ] და ვერ ხერხდებოდა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება თავად კომპანიის მიერ. ამ კომუნიკაციისას ჟურნალისტი არ დაინტერესებულა „აიპლუსის“ პოზიციით იმ ბრალდებებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, რომელსაც ასევე შეიცავს როგორც სტატია ან/და რესპონდენტის ინტერვიუ. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ბესო მახარაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, საზოგადოებას არ მიაწოდა გადამოწმებული, ორივე მხარის პოზიციის შემცველი ინფორმაცია. ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის საჭირო იყო, რომ  ჟურნალისტს გადაემოწმებინა „აიპლუსისთან“ ყველა ფაქტი და მათი პასუხი შეეთავაზებინა მკითხველისათვის, რათა თავიდან აერიდებინა ცალმხრივი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაციამხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოსდოკუმენტები და ინფორმაცია. განმცხადებელი მესამა პრინციპის ჭრილში სადავოდ ხდიდა ინფორმაციის მიჩქმალვის ფაქტს, კერძოდ, მისი პოზიციით ჟურნალისტი ვალდებული იყო მკითხველისათვის განემარტა, რომ ნანიკო ხაზარაძის მიერ აღწერილი ფაქტები მოხდა 2011 წელს.  საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ფაქტები მიიჩქმალა, რადგან:

  1. წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, ჟურნალისტმა იცოდა, რომ ნანიკო ხაზარაძესთან დაკავშირებული მოვლენები განვითარდა 2011 წელს.
  2. სტატიაში მითითებული და „აიპლუსთან“ დაკავშირებული ყველა გარემოება [სკანდალური სარეკლამო ვიდეო კლიპის მომზადება, ე.წ. ტელეფონების კურთხევის ფაქტი და ა.შ.] იყო მომხდარი მაქსიმუმ ბოლო 1-2 წლის განმავლობაში და მკითხველს რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნანუკა ხაზარაძესაც ამ პერიოდში შეექმნა პრობლემები.
  3. როცა სტატია ეხება კომპანიის საქმიანობას, და წარმოჩინდება ნეგატიურად, მნიშვნელოვანია ინფორმაციის სრულყოფილად გავრცელება. მაგალითად ექვსი წლის წინანდელი მომსახურებით უკმაყოფილო მომხმარებელი არ შეიძლება იყოს წარმოჩენილი როგორც პირი, რომლსაც უახლოეს წარსულში შეექმნა პრობლემები. 2011 წლის ფაქტის თარიღის გარეშე მითითებით მკითხველს უჩნდება პრობლების განგრძობადობის შეგრძნება, რომ მოკლე პერიოდში ბევრ სხვადასხვა პირს ჰქონდა პრეტენზია შპს „აიპლუსის“ მიმართ. ასევე აღსანიშნავია, რომ სატელეფონოს საუბრის დროს კომპანიის წარმომადგენელი არაერთხელ უმეორებს ჟურნალისტს, რომ ამბავი მოხდა დიდი ხნის წინ და სრულყოფილი ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ არ ინახებოდა.  საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ნანიკო ხაზარაძესთან დაკავშირებული ფაქტის თარიღი არსებითად მნიშვნელოვანი დეტალია, რისი მითითებაც აუცილებელი იყო.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად  მედია ვალდებულია, შეასწოროსგამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავსსაზოგადოება. განმცხადებლის თქმით,  სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ის დაუკავშირდა ჟურნალისტს და მოსთხოვა ინფორმაციის შესწორება, რაც არ მომხდარა და შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა აუდიო ჩანაწერი. საბჭო გაეცნო ჩანაწერს და მიიჩნევს, რომ  განმცხადებელმა მოითხოვა არა ჩასწორება, ანუ მიუთითა თუ რა ფაქტი იყო არასწორი და როგორ უნდა შესწორებულიყო, არამედ საბჭოს დარჩა შთაბეჭდილება, რომ განმცხადებლის სურვილი იყო სტატიის ჩახსნა ვებგვერდიდან. რადგან არ იყო ჩასწორების მოთხოვნა, მე-5 პრინციპის დარღვევაც ვერ დადგინდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ბესო მახარაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი.
  2. ბესო მახარაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-5 პრინციპი.
ივლისი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2025
1950
1951
1952
1953
1954
1955
1956
1957
1958
1959
1960
1961
1962
1963
1964
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987
1988
1989
1990
1991
1992
1993
1994
1995
1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
2033
2034
2035
2036
2037
2038
2039
2040
2041
2042
2043
2044
2045
2046
2047
2048
2049
2050
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
29
30
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
1
2
00:00
01:00
02:00
03:00
04:00
05:00
06:00
07:00
08:00
09:00
10:00
11:00
12:00
13:00
14:00
15:00
16:00
17:00
18:00
19:00
20:00
21:00
22:00
23:00